logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება
- +

14 დეკემბერი. 2018. 17:05

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება.

 

„ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია, იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ბიზნესზე და მერწმუნეთ, ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებისა და ასევე ყველა იმ ეკოლოგიური მოთხოვნის შესაბამისი იქნება, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ახალი ტერმინალის მშენებლობა დღეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გააპროტესტა, რომელიც ეჭვობს, რომ ქიმიური ნავთობტერმინალი ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის.

 

პორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერმინალი ორგანული სასუქების გადატანისთვის უნდა აშენდეს, ამ სასუქებს სოფლის მეურნეობაში იყენებენ და იგი საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

ბათუმის პორტში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner