საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, ძალიან მნიშვნელოვანია.
„სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც დაგვეხმარება, რომ იზეიმოს სიმართლემ. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი, ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.