ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის ჩატარების დღის წესრიგი მცირედით შეიცვალა და ოფიციალური ნაწილის შემდეგ საზეიმო მიღება წინანდალში ჭავჭავაძეების მამულში აღარ გაიმართება.
„ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 49 წუთს გაგრძელდება, წინანდალში სტუმრების გადაადგილებას დრო სჭირდება, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის, ამის გათვალისწინებით, წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.