logo_geo
eng_logo
ინაუგურაციის შემდეგ საზეიმო მიღება, წინანდლის ნაცვლად, თელავის თეატრში გაიმართება
- +

14 დეკემბერი. 2018. 18:22

 

ინაუგურაციის მოსამზადებელი ​კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის ჩატარების დღის წესრიგი მცირედით შეიცვალა და ოფიციალური ნაწილის შემდეგ საზეიმო მიღება წინანდალში ჭავჭავაძეების მამულში აღარ გაიმართება.

 

„ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 49 წუთს გაგრძელდება, წინანდალში სტუმრების გადაადგილებას დრო სჭირდება, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის, ამის გათვალისწინებით, წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner