logo_geo
eng_logo
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს
- +

20 მაისი. 2016. 13:20


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.



პროექტი, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესს" გულისხმობს, საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა წარუდგინა.



წარმოდგენილი ცვლილების თანახმად,  დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბენეფიციართა ასაკის ზედა ზღვარი მოიხსნა და აღნიშნული წესით მოსარგებლეთა ასაკი 18 წლიდან ზევით განისაზღვრა.



საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.



კომისიის სხდომას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner