logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ინაუგურაციის სტუმრების შემადგენლობა წინაზე არანაკლებ მაღალი რანგისაა
- +

14 დეკემბერი. 2018. 20:30

 

„ინაუგურაციის სტუმრების შემადგენლობა წინაზე არანაკლებ მაღალი რანგისაა“, – ამის შესახებ „აიპრესს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

 

„სხვა ინაუგურაციებში გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდა თავიდან და გრძელდებოდა. ეს იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა მომხდარიყო საქართველოს დედაქალაქში. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულების – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს ეს პრინციპი, რომ საქართველოს პირველი პირის ერთ მთლიანობაში მოქცევის კონცეფცია აღარ არის. ის, რომ ძველი მოდელი აღარ არის და რაღაც ახალი იწყება, ფაქტია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, სტუმრების რანგის მიხედვით, ეს ინაუგურაცია დიდად განსხვევბული არ იქნება.

 

„დიდად განსხვავებული მე მგონი არ იქნება. იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების სტუმრობით არც ადრე ვიყავით განებივრებულები. მე მგონი ახლანდელი შემადგენლობა თუ უფრო მეტად მაღალი რანგის არ არის, ნაკლები არაფრით არ არის. ზოგადად უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ არის ამ ქვეყნის აქტუალობა იმ რანგის, რომ საქართველოში მაღალი პოლიტიკური კატეგორიის პერსონები ჩამოდიოდნენ“, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

 

შეგახსებთ, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner