logo_geo
eng_logo
პარასკევს ღამით დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას ნახავენ
- +

14 დეკემბერი. 2018. 20:36

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით „ჩამოვარდება“.

 

გემინიდას მეტეორის წვიმა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ლამაზი „ვარსკვლავთცვენაა“. ამ წლის მეტეორის წვიმის მიზეზი დედამიწის მიერ ასტეროიდი ფაეტონის გზის ნაკვალევზე გავლაა. მატერიის ნაწილები, რომელსაც გზაში ტოვებს მეტეორიტი, დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.

 

ობსერვატორიაში imedinews-ს აცნობეს, რომ მეტეორის წვიმა საქართველოშიც გამოჩნდება, განსაკუთრებით ქალაქებისგან მოშორებულ ადგილას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner