სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლელა სეთიელი (გელოვანი), საკუთარი ვაჟის, პაატა გელოვანის 4 წლის წინ გაუჩინარებასთან დაკავშირებით, აღმაშფოთებელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
„ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით… 2014 წლის 4 ნოემბერს, გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ..
გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ!” – წერს ლელა სეთიელი.
შეგახსენებთ, რომ პაატა გელოვანი, 2014 წლის 4 ნოემბერს, სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბულებულა. გაუჩინარებული ახალგაზრდა, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.