დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" იმ გახმაურებული მკვლელობების შესახებ საუბრობს, რომლის დიდი ნაწილის ჯერ კიდევ გაუხსნელია და საზოგადოებაში დიდ ინტყერესს იწვევს.
ნიკოლეიშვილის თქმით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გვამის ექსჰუმაცია ახალს არაფერს ატყვის, რადგან პატარკაციშვილის გვამს ინგლისში ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც ქიმიური კვლევის ძალიან მაღალი დონეა.
„ძალიან რთული იქნება ამის გარკვევა. ბადრი პატარკაციშვილის გვამს ინგლისში ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც ქიმიური კვლევის ძალიან მაღალი დონეა. ამის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ საქმის კვლევას, ექსპერტიზის თვალსაზრისით, პერსპექტივა არ აქვს. სხვათაშორის, ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვამდე მისი გარემოცვიდან დამიკავშირდნენ, რაღაც შეკითხვები ჰქონდათ, მაგრამ უცებ გაქრნენ - ეს თემა დაიხურაო."- ნიკოლეიშვილი გურამ შარაძის მკვლელობასაც იხსენებს.
„არც გურამ შარაძის ექსჰუმაცია შესძენს საქმეს რაიმე ახალს. მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დაფიქსირებულია და ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. ეს საქმე გამოძიებაშია გაჭედილი! გურამ შარაძის საქმის გახსნას პოლიტიკური ნება სჭირდება და არა - ექსპერტიზა."- აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.