logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ჩინეთის ატაშეს შეხვდა
- +

20 მაისი. 2016. 13:28


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს ლიუ ვენდოუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ვეტერანების მდგომარეობა საქართველოსა და ჩინეთში.



როგორც ცნობილია, ჩინეთში ვეტერანების სამსახური საკმაოდ მაღალ დონეზე მუშაობს.სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომაც ატაშემ გამოცდილებები და მიღწევები გაუზიარა სამსახურის დირექტორს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები, საჭიროების შემთხვევაში ატაშე გარკვეული სახის დახმარებებსაც შესთავაზებს ქართულ მხარეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner