„იმ პოლიტიკური გუნდის წევრები - ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, კეზერაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი არველაძე, მარტივ მამრავლებად დაშლილები თუ გაყოფილები არ უნდა საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე“ , - ამის შესახებ მედია ჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრი პრობლემა განათლებაში და კანონის უქონლობაშია. როგორც მამაცაშვილმა განაცხადა, „თქვენი თავისუფლების გამოხატვა არ უნდა ზღუდავდეს ჩემს თავისუფლებას.“
„მავანისგან შეიძლება ნებისმიერი განცხადება იყოს დისკრიმინაცია და სიძულვილის ენად შეფასებული, მაგრამ მავანისგან იგივე ან უფრო უხეშად ნათქვამი, ეს თავისუფლების გამოხატვის უმაღლეს მწვერვალად შეიძლება შეფასდეს. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. ზღვარი გადის განათლებასთან და კანონის უზენაესობასთან. როდესაც მე სახვა მედიისგან ვისმენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და მისი ტირაჟირება მიხდება, რაღაცის შეკვეცა, ამ შემთხვევაში სხვა მხარე მედავება, რომ ის შეკვეცა უკვე მისი თავისუფლების გამოხატვასთან ასოცირდება. თქვენი თავისუფლების გამოხატვა არ უნდა ზღუდავდეს ჩემს თავისუფლებას“, - განაცხადა მამაცაშვილმა.