logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ!
- +

15 დეკემბერი. 2018. 00:00

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ამბობს, რომ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწების ნაკვეთებს არ დაამუშავებენ, შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ. ამის შესახებ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 

„შესაძლოა, რამდენიმე ათასი ჰექტარი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ახლავს და საერთოდ არ დამუშავებულა. საკომიტეტო მოსმენებამდე არ მინდა რამე შეფასება მივცე, მაგრამ ამ მიმართულებით, სანქციებსაც განვიხილავთ. მათ შორის, შესაძლოა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექსპროპრიაცია განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს საქართველოს მოქალაქეებიც სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ჩვენ მათ მიმართაც მკაცრი მიდგომები გვექნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც უცხოელების მიმართ. მოკლედ რომ შევაფასოთ, ერთის მხრივ გვექნება შეღავათები მათთვის ვინც დაამუშავებს მიწებს, ხოლო ვინც არ დაამუშავებს, მათ მიმართ მკაცრი სანქციები იარსებებს,“- თქვა დანელიამ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

 

10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი მიზანია, რომ არ დაუშვათნ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი შეფერხებით

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner