იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, NHK, გამოკითხვას ატარებს, რომელშიც ინტერნეტ-მომხმარებელს სთხოვს, გამოთქვას თავისი აზრი, თუ რომელი სუმოისტი გააკეთებს ყველაზე დიდ ნახტომს 2019 წელს.
ჩამოთვლილ სპორტსმენებს შორის ჩვენი თანამემამულე ტოჩინოშინიც (ლევან გორგაძე) არის და გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.