logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის 717 მილიონის დახარჯვას აპირებს
- +

15 დეკემბერი. 2018. 02:26

 

საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ფონდი ტურიზმის განვითარებაში 717 მლნ დოლარის ჩადებას აანონსებს.

 

ბოლო მონაცემებით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც ქ. თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.

 

 საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 258 927 035 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

აღსანიშნავია, რომ ფონდი 2018 წლის მესამე კვარტალში ინვესტორთა TOP -10 -შია - 28.2 მილიონით. სულ წელს ფონდს 62.7 მლნ აქვს დაბანდებული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner