შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აუცილებლად მიიჩნევს ცალკე მაკოორდინირებელი უწყების შექმნას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.
„საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი სტატისტიკაა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, რამდენიმე უწყება მუშაობს ამ სფეროზე, თუმცა არ არსებობს ერთიანი მარკორდინერებელი უწყება. თუ გადაიჭრება ეს საკითხი, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური იქნება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შს სამინისტროს ბოლო სამი თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6%-ით გაიზარდა.