ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„16 იანვარი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ინაუგურაციის ცერემონიალზე იწვევს. ინაუგურაციას ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება.
20 იანვარი ინაუგურაციაზე ხალხისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ახალი მთავრობის პრიორიტეტი ხალხის კეთილდღეობა იქნება. „მე მთელი ერის პრეზიდენტი ვარ“,- განაცხადა სააკაშვილმა. ცერემონიალის პარალელურად, ათასობით მოქალაქე იპოდრომზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სააკაშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ. ოპოზიცია სააკაშვილს "მარნეულის პრეზიდენტს" ეძახის“, - წერს მეფარიშვილი.