logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დაგვრჩა გამოწვევა, როგორ დავფაროთ 37 ტრილიონი დოლარის დანაკლისი, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ
- +

15 დეკემბერი. 2018. 12:07

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე -„TISIFF 2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფორუმს ესწრება ათეული ქვეყნის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

„ეს გახლავთ ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლის დღის წესრიგისთვის. საქართველოს მთავრობა, ბიზნეს წრეები, საერთაშორისო ჯგუფები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავფაროთ 37 ტრილიონი დოლარის დანაკლისი იმისათვის, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ. ეს ფორუმი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი, რათა მოვიზიდოთ ფინანსები საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ გვჭირდება ამისათვის ძალიან სკრუპულოზურად გავზომოთ ის ფინანსები, რომელიც საჭიროა ჩვენი მიზნების მისაღწევად. წამყვანი ჯგუფი იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი მიზნები გადაცემული იყოს გაერო-ს დეპარტამენტისთვის, რათა საქართველომ მოახდინოს თავისი გეგმების რეალიზაცია 2030-ის დღის წესრიგის რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner