logo_geo
eng_logo
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა
- +

15 დეკემბერი. 2018. 12:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით,  პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

 

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner