logo_geo
eng_logo
ავსტრალიის პრემიერი: ჩვენ დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ვაღიარებთ
- +

15 დეკემბერი. 2018. 12:54

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

 

„ავსტრალია დასავლეთ იერუსალიმს, სადაც განლაგებულია ისრაელის პარლამენტი და სხვა სამთავრობო დაწესებულებები, ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ჩვენს საელჩოს დასავლეთ იერუსალიმში მაშინ გადავიტანთ, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება და ქალაქის საბოლოო სტატუსი განისაზღვრება“, - განაცხადა მორისონმა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ავსტრალიის მთავრობა დასავლეთ იერუსალიმში თავდაცვით და სავაჭრო წარმომადგენლობებს გახსნის.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მომავალი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“, - აღნიშნა სკოტ მორისონმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner