logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: სიამოვნებით მივიღებთ თამაზ მეჭიაურს ჩვენს პარტიაში!
- +

20 მაისი. 2016. 14:32


NATO-ს საკითხში მე და თამაზ მეჭიაური თანამოაზრეები ვართ. სულ არ გამოვრიცხავ, რომ თამაზი იყოს ჩვენს პარტიაში", -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. თოფაძის აზრით, საქართველოს  პარლამენტში  მეჭიაურის მსგავსი, პროქართული პოზიციის ადამიანები უნდა იყვნენ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან" ერთად თუ იყრის კენჭს მეჭიაური   მოახლოებულ არჩევნებში, თოფაძის პარტია მას სიამოვნებით მიიღებს.   



„თამაზ მეჭიაური ყოველთვის  ქვეყნისთვის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. პრინციპული კაცია და თუ გამოთქვამს სურვილს, რომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან" ერთად  იყაროს კენჭი არჩევნებში, რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მის რეკომენდაციებს, მის დგომას. სიამოვნებით დავინახავთ ჩვენს პარტიაში. შევხვდი თამაზს, მადლობა ვუთხარი პროქართული პოზიციისთვის. მიმაჩნია, რომ მეჭიაურის მსგავსი ხალხი უნდა იყოს პარლამენტში. NATO-ს  საკითხში მე და თამაზი თანამოაზრეები ვართ, სულ არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს ჩვენს გვერდით", - განაცხადა თოფაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner