logo_geo
eng_logo
ისრაელის არმიამ ხუთ დაპატიმრებულ პალესტინელ ძმას სახლი აუფეთქა
- +

15 დეკემბერი. 2018. 16:46

 

 

ისრაელელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, ამარის ლტოლვითა ბანაკთან, 5 პალესტინელი ძმის სახლი დაანგრიეს. შენობის განადგურებისას 14 პალესტინელი ადამიანი დაშავდა.

 

ძმები, რომელთა სახლიც ჯარისკაცებმა გაანადგურეს, ისრაელის ციხეში არიან. მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

 

4-სართულიანი სახლი ძმების დედას ეკუთვნოდა.

 

შენობის დანგრევამდე ჯარისკაცებმა შენობიდან გამოაძევეს ათობით ჟურნალისტი და აქტივისტი, რომლებიც სახლის დანგრევის წინააღმდეგნი იყვნენ.

 

ნგრევისას ჯარისკაცებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner