logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: – ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 მიზნებისთვის
- +

15 დეკემბერი. 2018. 17:27

 

 

პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) სესიების ფორმატში წარიმართა.

 

ფორუმის მონაწილეებმა, მესამე სესიაზე, რომელსაც პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი უძღვებოდა, გაეროს 2030 მიზნებისთვის ინოვაციური დაფინანსების ახალ პლატფორმებზე იმსჯელეს.

 

„სესია აქცენტს გააკეთებს ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, რომელიც შექმნილია რესურსების მოსაზიდად და შედეგების მისაღებად ადამიანის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, საინვესტიციო პორტფოლიოების სწორად დაგეგმვის საშუალებით. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ კონკრეტული მაგალითები გერმანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ინოვაციურ დაფინანსებაში”, – განაცხადა სესიის მოდერატორმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სოფი მეიზონავმა სხდომაზე,  იმ ახალ ელემენტებზე ისაუბრა, რაზეც საფრანგეთი მიმდინარე პერიოდში მუშაობს. მისი თქმით ეს არის გარანტიები და დონაციები.

 

„მილიონზე მეტი დონაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეისთვის და ის ინსტრუმენტები, რომელიც საფრანგეთში, პარიზში გაგვაჩნია – ეს არის საგარანტიო ინსტრუმენტი”, – განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, ფინანსურ ინსტიტუტებს და კერძო მეწარმეებს ქვეყანა აძლევს დანაკარგების ანაზღაურების გარანტიებს.

 

„ეს არის ის დიდი ზეგავლენა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ინოვაციური დაფინანსების ახალ-ახალი ფორმების დაფინანსების მოძიებით და დამკვიდრებით. ჩვენ მოვახერხეთ კერძო რესურსის მოპოვება და ამავდროულად, ამ პროექტში აქტორების შემოყვანა. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზომოთ ის წარმატება რომელიც შეიძლება ამ თანხების როგორც მოძიებამ ასევე, მათმა სწორად განკარგვამ შეიძლება მოგვცეს”, – განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, ეროვნულ დონეზე შექმნილია გარკვეული ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც ხელისუფლების ასევე, აკადემიური წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ინვესტორები რომლებიც ერთდროულად განიხილავენ რეალობას.

 

„ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ყველა ქვეყანამ იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნილებები და საშუალებები გააჩნია მას“, – განაცხადა სოფი მეიზონავმა.

 

 

მომხსენებლის რეკომენდაციით, ქვეყნებში წინასწარ უნდა იქნას შესწავლილი პრობლემური საკითხები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა ინსტრუმენტები უნდა იქნას გამოყენებული ამ პრობლემების მოგვარებისთვის.

 

„ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს მდგრადი განვითარების პრინციპების თუ მიზნების მიღწევა, რათა ვიმოქმედოთ ამის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ პროგრესს მივაღწიოთ 17 პრინციპის დანერგვასა და განხორციელებაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ შკალირება იმ თანხებისა, რომელიც საჭიროა გადაუდებელი საქმიანობისთვის მიემართოს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი განმარტებით, ასევე უმნიშვნელოვანესია მეთოდოლოგიის შედგენა.

 

ფინეთის ინოვაციური ფონდი „Sitra“-ს პროექტების დირექტორმა მიკო პიკომ დამსწრე საზოგადოებას ფინეთის გამოცდილებაზე და ფონდის „Sitra“-ს საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

 

„ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ჩვენი და გლობალური საზოგადოება. კეთილდღეობა არის საფუძველი ყველა ჩვენი საქმიანობის“, – განაცხადა მიკო პიკომ.

 

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, დანახული იქნას, თუ რისი მიღწევა გვსურს გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ტიპის ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი იქნას მიღწეული და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოზიტიური ცვლილებები მოხდეს.

 

„მომავალი წლის მეორე ნახევარში ფინეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარეობის ქვეშ და ეკონომიკისა და კეთილდღეობის განვითარება იქნება ჩვენი მიღწევა. ადამიანების ცხოვრებას უნდა შევხედოთ ძალიან ჰორიზონტალურად. ევროკავშირის მასშტაბით უნდა შეიქმნას შედეგებზე ორიენტირებული ფონდი და ფინეთის აზრით, ეს იდეა შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არამედ, ქვეყნების უფრო ფართო არეალისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.

 

„Finance in Motion GmBH“-ის ინვესტიციების მენეჯერმა ნანა მიქაშავიძემ გლობალური კომპანიის  საქმიანობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ისინი ფონდების საშუალებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მუშაობენ.

 

„ჩვენ გვაქვს კომპლექსური მიდგომა. ვახდენთ არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ გვაქვს ტექნიკური დახმარების ფინანსური ხაზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი ინვესტიციები და შემდგომ, მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ანგარიშვალდებულებას და ჩვენს მიერ განხორციელებული ზეგავლენის გაზომვას“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

 

სესია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner