სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინის ქართულ სათვისტომოს დაარსებიდან 20 წლისთავს ულოცავს.
„უკრაინის ქართულ სათვისტომოს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 20 წლისთავს ვიმედოვნებთ, თქვენი დაუღალავი საქმიანობით დიდად შეუწყობთ ხელს უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებში ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებას და ღირსეულ მოქალაქეებად მათ ჩამოყალიბებას, რომ მათ სწორი პასუხი გასცენ ჩვენი დროის სერიოზულ გამოწვევებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს უკრაინის და საქართველოს მომავალი", - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.