ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა მოლდოვას ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა და მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლისთვის.
კრისტინა ლესნიკი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
ნიშანდობლივია მოლდოვადან სწორედ ქრისტინა ლესნიკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე.
ქ. თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.