2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 2,7-ჯერ მოიმატა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებმა. 2018 წელს თვითმკვლელობის 1518 ფაქტი აღირიცხა, მაშინ როცა შარშან იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 562 იყო, - ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე პერიოდში, განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა აღირიცხა. მათგან გახსნილია 37 საქმე. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%,