logo_geo
eng_logo
EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა
- +

20 მაისი. 2016. 14:41


ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერ А320-ის კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა. 



აბდელ ფათაჰ ალ-სისი მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.



მაშველებმა ლაინერ А320-ის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ხმელთაშუა ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.



ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.



ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.



თვითმფრინავი А320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner