logo_geo
eng_logo
უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს
- +

15 დეკემბერი. 2018. 22:24

 

 

უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, ხმის მიცემა ორ ეტაპად გაიმართა.

 

ეკლესიების გამაერთიანებელი კრება კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი დაესწრო. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირი ახლაც არის შეკრებილი.

 

როგორც ცნობილია, კიევის პარტიარქთან ერთად, მთავარი პრეტენდენტები, ლუკცისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი, ასევე კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი იყვნენ.

 

ახლა, როგორც დაანონსებული იყო, უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაური მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner