logo_geo
eng_logo
ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს
- +

20 მაისი. 2016. 14:42


თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, პარტია „ქართული ოცნების", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და ქალაქ ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - ვასილ ჩიგოგიძემ და ნონა ტუნაძემ ადგილობრივებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს.



მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი გოჩა კანკავა დაესწრნენ.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ნონა ტუნაძემ თანასოფლელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების შეკითხვები ძირითადად სოციალურ თემებსა და მიწების რეგისტრაციას შეეხებოდა, რაზედაც ამომწურავი პასუხები მინისტრ დავით სერგეენკოსგან და იუსტიციის მინისტრის მოადგილესგან, უშალოდ შეხვედრის დროს მიიღეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კი „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასო ჩიგოგიძის წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველთან შეხვედრის დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.



ვასო ჩიგოგიძეზე როგორც რეჟისორსა და საზოგადო მოღვაწეზე, მის კარიერულ წარმატებებსა და დიდი ხნის მეგობრობაზე რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ და ანსმბლ ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა ისაუბრეს.



დასასრულს კანდიდატმა ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და მიზნები გააცნო. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის შუალედური არჩევნები 22 მაისს ჩატარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner