logo_geo
eng_logo
სამედიცინო ცენტრმა „ინოვამ“ გინეკოლოგიიაში თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო მასტერკლასს უმასპინძლა
- +

20 მაისი. 2016. 14:44


19-20 მაისს, სამედიცინო ცენტრ „ინოვაში" ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასი თემაზე „თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგია გინეკოლოგიაში". აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური მასტერკლასი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასტერკლასს ესწრებოდა გინეკოლოგიის სფეროში მომუშავე 260 დელეგატი 8  ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი.



მასტერკლასის  მიმდინარეობის პროცესში განხორციელდა ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც დელეგატებს  საშუალება მისცა უფრო უკეთ გაცნობოდნენ ახალი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს.



მასტერკლასს უძღვებოდნენ  ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვადიმ ხატიაშვილი - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრ „ინოვას" ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი; სამედიცინო ცენტრ „ინოვას" თანადამფუძნებელი;



მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი თოდუა - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრ „ინოვას" გინეკოლოგი, ონკოქირურგი; სამედიცინო ცენტრ „ინოვას" თანადამფუძნებელი;



პროფესორი არნო ვატიესი - დუბაის კლინიკა „ლატიფას" გინიკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დუბაი; მოწინავე გინეკოლოგიური ენდოსკოპიის კურსის ხელმძღვანელი, IRCAD, სტრასბურგი საფრანგეთი.



მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიტალი ბეჟენარი - მეანობა-გინეკოლოგიის და ნატალოგიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოს პავლოვის სახელობის სანკტ-პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;



პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი - ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (CICE) , კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; დესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი კონსულტანტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი;



მასტერკლასზე განიხილებოდა: ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია-როგორ გავაკეთოთ მარტივად და უსაფრთხოდ,  მიომების ლაპაროსკოპიული მკურნალობა - თანამედროვე მიდგომა, ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, საკვერცხის რეზერვის შენარჩუნების მიზნით, საკვერცხის ენდომეტრიოზის მკურნალობა - რა არის ახალი? და სხვა.



მასტერკლასის დასრულების შემდეგ,  მონაწილეებს  გადაეცათ სერთიფიკატები.

მისამართი:  სამედიცინო ცენტრი „ინოვა".   სანდრო ეულის 7ა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner