„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, ოპოზიციას არ სურს წავიდნენ იმ მიმართულებით“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.
„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“, - აღნიშნა კუპატაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ისინი არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.