logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: დაანონსებული იყო, საიდან უნდა ემოძრავა ოპოზიციის კოლონას
- +

16 დეკემბერი. 2018. 13:14

 

„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, ოპოზიციას არ სურს წავიდნენ იმ მიმართულებით“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.

 

„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“, - აღნიშნა კუპატაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, ისინი არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner