logo_geo
eng_logo
„აფბა“: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია
- +

20 მაისი. 2016. 15:06


20 მაისს „პირველის" პრესკლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბამ" ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.


 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" („აფბა") მუდმივად ყურადღებით აკვირდება ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარს და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს. სულ ახლახანს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულენოვან, ყოველკვირეულ, ეკონომიკურ გაზეთ ბანკები და ფინანსებში" გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელიც კომპანია მაგთიკომის" მხრიდან ტარიფების ზრდას ეხებოდა. კომპანი მაგთიმ" არარელევანტური რეაქცია მისცა ამ ფაქტს და საგნობრივ პასუხს თავი აარიდა, მიუთითა რა გაზეთ ბანკები და ფინანსების" და მედიაჰოლდინგ პალიტრას" არამალთლზომიერ დამოკიდებულებაზე კომპანიისადმი.

რამდენადაც საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია გადავწყვიტეთ დაგვეფიქსირებინა აფბას" პოზიცია ამ აჟიოტაჟთან მიმართებაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბა" მიიჩნევს, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კომპანიების არამედ მომხმარებლების ინტერესებიც.

აფბამ" ჯერ კიდეც 2010 წელს ჩაატარა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებდა და მას მხოლოდ ქუვეითი და სირია-ლეონე უსწრებდა სიძვირით. კვლევის თანახმად საქართველო სიძვირით ჯობნიდა" ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. საქართველოზე ბევრად იაფი იყო მობილურით სარგებლობა რუსეთში, ესტონეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ერაყში და .. საქართველოზე გაცილებით იაფი იყო ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებში.

სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე მაშინ აფბა- კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევდით, რომ სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ტარიფი 1 წუთზე 28,8 თეთრი, არაადეკვატურად მაღალი იყო. შესაბამისად, კომისიას ვურჩიეთ, ტარიფების შესამცირებლად, გარკვეული ზომები მიეღო. აფბა"- აქტიურობას შედეგი მოჰყვა, კომისიამ მობილური ოპერატორების ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და 2011 წელს, მობილურ ოპერატორებს მომსახურების ტარიფის ზედა ზღვრად 1 წუთზე 24 თეთრი განუსაზღვრა.

ზედა ზღვრის შემცირებამ, ბიძგი მისცა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ტარიფების პერიოდულ შემცირებას. მას შემდეგ ტარიფები მცირედით, თუმცა მაინც მცირდებოდა. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანია მაგთიკომმა" სტანდარტული ტარიფი კვლავ გააძვირა 14 თეთრით და მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს, 24 თეთრს გაუთანაბრა. კომპანიას ტარიფების ზრდის მიზეზი არ განუმარტავს, მას არც ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და აღნიშნულთან დაკავშირებით აბონენტების ინფორმირების მიზნით მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნით შემოიფარგლა. ამ ყველაფრით კომპანიამ მნიშვნელვნად დააზარალა მომხმარებელი, ვინაიდან არ მოხდა მათი სათანადო ინფორმირება და აბონენტთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ მომსახურება 14 თეთრით გაუძვირდა.

პუბლიკაციის შემდეგ, კომპანია მაგთიკომმა" გაავრცელა განცხადება, სადაც აცახადებდა,რომ მათ ტარიფი არ გაუზრდიათ 24 თეთრამდე, ამავდროულად კომპანიის პოზიციით სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და სტანდარტული ტარიფის გარდა, მომხმარებლებს აქვთ არჩევანი, მათ შორის  0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფიზერო +" ის ფარგლებში.

ახალგაზრდა ფინანსისტები დავინტერსდით აღნიშნული საკითხითაც და მოგახსენეთ, რომ ნებისმიერი აბონენტი, რომელიც ჩართულია მაგთიკომის" ქსელში, პირველ რიგში სარგებლობს სწორედ სტანდარტული ტარიფით, ამ სტანდარტული ტარიფის ღირებულება კი წუთში 24 თეთრს შეადგენს (კორპორატიული აბონენტების გარდა, ამ შემთხვევაში ტარიფს კომპანია განსაზღვრავს ინდივიდუალურად). ეს ტარიფი სწორედ 27 აპრილის შემდეგ გაიზარდა 14 თეთრით, დაკავშირების შემთხვევაში, ამას ადასტურებს ,,მაგთიკომის" ნებისმიერი ოპერატორი და  ეს ციფრი მოცემულია მაგთიკომის" ოფიციალურ საიტზე.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ნახსენებ ტარიფ ზერო+"-, ამ ტარიფის ღირებულება ნამდვილად არ შეადგენს 0 თეთრს, ამავდროულად, ისიც გაძვირდა სტანდარტულ ტარიფთან ერთად. გაძვირებამდე  ტარიფი ზერო+" ღირებულება თვეში 1 ლარს, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენდა, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასო იყო, 27 აპრილიდან მისი ღირებულებაც გაიზარდა. ზარის წამოწყება ახლა უკვე 10 თეთრი ღირს, ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიდევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ, ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 27 აპრილიდან იგი 30 თეთრი ღირს", - განაცხადა კაპანაძემ.



 გიორგი კაპანაძის განცხადებითვე, აუცილებელია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაინტერესდეს, თუ რატომ გაზრდა კომპანია „მაგთიკომმა" ტარიფი ზედა ზღვრამდე.

 ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაცია მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ დაინტერესდეს კომპანია მაგთიკომის" მხრიდან ტარიფების ზრდის მიზეზით და თავად კომპანიამაც დააფიქსიროს მკაფიო, დასაბუთებული, პოზიცია თუ რითია განპირობებული არსებული ტარიფების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და მაქსიმალურად ეცადოს მოხდეს ბაზარზე, არა ტარიფების ზრდა, არამედ მისი შემცირება.

აფბას" შეფასებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, განსაკუთებული ყურადღების გამოჩენა მართებს კომპანია მაგთიკომის" მიმართ, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში ინტერნეტპროვაიდერონლაინს" შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უდიდეს წილს მიიღებს და ბაზარზე ფაქტიურად მონოპოლიურ მდგომარეობას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს მაგთიკომის" მიერ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, კავკასუს ონლაინის" შეძენის შემდგომ, არაა გამორიცხული ტარიფები გაიზარდოს ინტერნეტ ბაზარზეც.

ახლგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პიზიციით საჭიროა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრდის კვლევა და შეამციროს არსებული მაქსიმალური ზღვრული ტარიფი, რათა მაგთიკომის" მსგავსად სხვა კომპანებმაც მაქსიმალურად არ გაზარდონ  არსებული ტარიფები და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდესგასათვალისწინებელია, რომ თუკი 6 წლის წინ კომპანიებს 1 წუთის ღირებულება 15-16 თეთრი უჯდებოდათ, დღეს ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლები ჯდება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. მაშინ როდესაც, მსოფლიოში ტარიფები მცირდება, ჩვენთან იგი მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრამდე არ უნდა იზრდებოდეს", - განაცხადა აპანაძემპირველის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner