logo_geo
eng_logo
სსე-ის სასწავლო ცენტრში პირველი მასშტაბური სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა
- +

20 მაისი. 2016. 15:44


20 მაისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრში სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა.



ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში, რომელშიც სსე-ის მორიგე- ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების: საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის, შპს „ენერგოტრანსი"-ს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას", სს „თელასის", სს „ხრამჰესი-1"-ის, სს „ხრამჰესი-2"-ის და შპს ,,გარდაბნის თბოსადგურის" მორიგე-ოპერატიული პერსონალი მონაწილეობს.



სწავლების პროცესში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია (სისტემის ნულიდან აღდგენა) წარმატებით აღმოფხვრეს.



ეს პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა წარმოადგენს.



პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" უკვე მეორე წელია ხორციელდება, თუმცა მანამდე ანალოგიური ვარჯიში მხოლოდ სსე-ის პერსონალის მონაწილეობით მიმდინარეობდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner