logo_geo
eng_logo
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლევან კორტავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა
- +

16 დეკემბერი. 2018. 20:40

 

პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი ხუთი წლის შემდეგ გამოიტანა და ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნო.

 

მოსამართლემ კოლონიის ყოფილ უფროსს, 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი თანამშრომელი 4 550 ლარით დააჯარიმა, ერთი 3100 ლარით, ერთს კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

 

გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდის, ხათუნა კორტავას თქმით, მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა. ოჯახი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თავდაპირველად სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს.

 

ლევან კორტავა 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც გეგუთის ციხეში მიღებული ტრავმების შედეგად გადაიყვანეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner