შვედეთის მეფე კარლ მე-16 სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას ულოცავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვედეთის დიპლომატიური მისია ავრცელებს.
„მისი უდიდებულესობა, მეფე კარლ მე-16 გუსტავი გულწრფელად ულოცავს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ twitter-ში გავრცელებულ განცხადებაში.