logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა
- +

16 დეკემბერი. 2018. 21:02

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა.

 

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერმინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან გამართავს.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ მიიღებს მონაწილეობას.

 

ირაკლი კობახიძე ენერგიის აღმოჩენის ცენტრსა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს დაათვალიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე მოინახულებს თბილისის მემორიალსაც.

 

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner