საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით შემოთავაზებული პროექტის განხილვის ლოგიკურობა საეჭვოა.
„პროექტს მხარს არ დავუჭერ. მისი განხილვის ლოგიკურობა დგება ეჭვქვეშ. პირველ რიგში ეს ეხება დროს, რომელიც არჩევნებამდე ცოტაა და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, თუ რას ირჩევენ. საარჩევნო სისტემა, რომელიც სადღეისოდ მოქმედებს, დიდი ხანია არსებობს და ის ადამიანებისთვის ცნობილია, ხოლო ახალი სისტემა - უცნობია. ტყუილად არ არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდეს, არათუ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს მასში შეტანილი. გარდა ამისა, სერიოზული ეჭვი არსებობს პროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. კონსტიტუციით, 77 მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება, ხოლო აქ 150 მანდატი უნდა განაწილდეს, რაც დისონანსს ქმნის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.