ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს სოფო ქაცარავას, თამარ ხულორდავას, ნინო გოგუაძეს და ნინო წილოსანს. დაამტვრიეს პარლამენტის კუთვნილი ავტომანქანა.
პოლიტიკოსების მთავარი პასუხისმგებლობა პროტესტის ორგანიზების დროს მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ შეკრების დაცლა აგრესიისგან. მაგრამ როცა პარტიის ლიდერები აგრესიულად იქცევიან ეს ახალისებს რიგით მომიტონგეებსაც.
ის რაც ამ ვიდეოზე ხდება დანაშაულია, პასუხიც შესაბამისად უნდა აგონ“, - წერს ჩუგოშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.