ტელეკომპანია „საქართველოს" წილებს ყადაღა მოეხსნა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
„ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად არ ჰქონდა საფუძველი, ძალაში დაეტოვებინა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული „რუსთავი 2"-სა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ჩვენ შევეცდებით, ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც", - განაცხადა „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
„TV საქართველოს" წილები „რუსთავი 2"-ის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.