logo_geo
eng_logo
ვასილ ბონდარი: საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას
- +

16 დეკემბერი. 2018. 23:38

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილ ბონდარმა, რომელმაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა განაცხადა, რომ:

 

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და თქვენთან ერთად აღვნიშნავ დღევანდელ დღეს. ქართველ ხალხს დღეს აქვს დიდი დღესასწაული - პრეზიდენტის ინაუგურაცია, მითუმეტეს რომ პრეზიდენტი ქალია, რაც ადასტურებს დემოკრატიულ საფუძვლებს.  მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა აძლიერებს ურთიერთობების კურსს - დემოკრატიული ურთიერთობების, გამარჯვების, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კურსს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციული კონსოლიდირებული განვითარების  ვექტორზე - დემოკრატია, ერთიანობა და ახალი გამარჯვებები." - განაცხადა ვასილ ბონდარმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner