საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილ ბონდარმა, რომელმაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა განაცხადა, რომ:
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და თქვენთან ერთად აღვნიშნავ დღევანდელ დღეს. ქართველ ხალხს დღეს აქვს დიდი დღესასწაული - პრეზიდენტის ინაუგურაცია, მითუმეტეს რომ პრეზიდენტი ქალია, რაც ადასტურებს დემოკრატიულ საფუძვლებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა აძლიერებს ურთიერთობების კურსს - დემოკრატიული ურთიერთობების, გამარჯვების, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კურსს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციული კონსოლიდირებული განვითარების ვექტორზე - დემოკრატია, ერთიანობა და ახალი გამარჯვებები." - განაცხადა ვასილ ბონდარმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.