logo_geo
eng_logo
სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი: ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში გვაქვს ურთიერთგაგება!
- +

17 დეკემბერი. 2018. 00:08

 

„მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში. სერბეთსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, გვაქვს ურთიერთგაგება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. დღეს თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა და ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის ისტორიაში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც ძალიან მნიშვნლოვანია ყველა ქალისთვის.  ვულოცავ ქართველ ხალხს“, - განაცხადა  სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შესახებ საუბრისას.

 

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოს მე-5 პრეზიდნეტის ინაუგურაციის ცერემონიის დასწრების მიზნით დღეს ეწვია. მან ასევე მონაწილება მიიღო თელავში, ინაუგურაციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში.

 

პრეზიდენტის ინაუგურაციას, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner