logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ველისციხეში დაპირისპირებაზე: შევისწავლით და ხვალ დილიდან დაიწყება მოქმედებები!
- +

17 დეკემბერი. 2018. 00:17

 

„როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული“,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც მან ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული 6 პოლიციელი მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

„როგორც თოთოეული მოქალაქის, სამოქალაქო პირის, ისევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა პირი, განურჩევლად მათი სტატუსისა, პოლიციელი იქნება ის, სამოქალაქო პირი, პარლამენტის წარმომადგენელი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. არავის აქვს უფლება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ისინი. დღეს უკვე მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა და ხვალ დილიდან დაიწყება მოქმედებები“,- განაცხადა გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner