logo_geo
eng_logo
სუამი-ს გენერალური მდივანი: ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას
- +

17 დეკემბერი. 2018. 00:59

 

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი. როგორც საქართველოს მეგობარსა და სუამ-ის გენერალური მდივანს, რომლის დამფუძნებელი წევრიც არის საქართველო, მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმატება ვუსურვო მას” - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სუამი-ს გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ სუამი, როგორც რეგიონალური ორგანიზაცია, ელის  მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსთან. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ წამოიწყო რამდნეიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ტრასპორტისა და სხვა სფეროებში. ასევე იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში, გაგრძელდება მჭიდრო კონტაქტი საქართველოს  ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობასთან.

 

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ახლადარჩეულ პრეზიდენტს. მე მას ვუსურვებ, რომ იყოს ერთიანი, გამთლიანებული საქართველოს  პრეზიდენტი,  წარმოაჩინოს და დაიცვას ქვეყანა საერთაშორისო დონეზე. ასევე ვუსურვებ მიაღწიოს წარმატებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით“ - აღნიშნა სუამი-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაზია თელავში გაიმართა.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner