საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველა შეხვედრაზე არის მზაობა წევრი ქვეყნებიდან, რომ მოხდეს საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის პროცესის შესაბამისი ასახვა ვარშავის სამიტზე.
მისი თქმით, ეს გამოიხატება როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და თავსებადობის გაზრდის კუთხით.
„ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და მე ვიხილავ ჩემს კოლეგა მინისტრებთან ვარშავის სამიტის შედეგებს. ყველა შეხვედრაზე არის მზაობა წევრი ქვეყნებიდან, რომ მოხდეს საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის პროცესის შესაბამისი ასახვა ვარშავის სამიტზე როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და თავსებადობის გაზრდის კუთხით", - განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა გუშინდელ გადაწყვეტილებას მონტენეგროსთან დაკავშირებით.
„გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ეს არის დადასტურება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მეორე მხრივ, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განვიხილავ, არის საქარველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში. საქართველოს კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოს როლი გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში და ჩვენი ღირსეული პარტნიორობა NATO-სთან და წევრ ქვეყნებსთან", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.