„დღეს ფიცი დადო საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა“, - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას გამეხმაურა.
„მინდა, მივულოცო მას ეს დღე და წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.