პროფესორი ამირან გომართელი სოციალურ ქსელში წერს:
„სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე წარმოთქვა ისეთი სიტყვა, როგორიც ეკადრება ქვეყნის პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მოკლე, ოცდახუთწუთიანი გამოსვლა (ფაქტობრივად, სეფესიტყვა), პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა საკუთარი სამოქმედო პროგრამა. მისი სიტყვა გამსჭვალული იყო ქვეყნის გამთლიანების სურვილით, წარსულის პატივისცემით, თანამოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობით, საკუთარი ღირსების შეგნებითა და სამომავლო ქმედების პერსპექტივით. ვფიქრობ, არავის დარჩეია შთაბეჭდილება, რომ ეს იყო უფლებაშეზუდული პრეზიდენტის გამოსვლა. სწორედ ესაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ქვეყნისათვის აუცილებელი.