ჟურნალისტი ანა ნოდია სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„სხვა თემაა ვის მოსწონდა ან არა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა და სხვა თემაა ვის მოსწონს ან არა სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი - ეს არის ჩვენი მომავალი - ცივილიზებულად, მშვიდობიანად, თავაწეულად, ადამიანურად გადაბარება უფლებამოსილების. ეს არის ჩვენი ისტორია და უნდა დასრულდეს მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრება.
უნდა წავიდეს ის თაობა, გაუჩერებელი, დაუოკებელი სისხლის დუღილი რომ აქვთ არეულობის, დაძაბულობისა და მუდმივად სტრესული რეჟიმის შექმნისთვის, განურჩევლად ოპოზიციისა და ამჟამად ხელისუფლებაში მყოფებისა, ვინც ამ არეულობით სიამოვნებას იღებენ - ეგ საეჭვო ინტერესების და პრინციპების „საზოგადოება“ უნდა დაჯდეს სახლში და უყუროს საშიშ ფილმებს, მანდ რომ დახარჯონ მოჭარბებული, არაჯანსაღი ენერგია“, - წერს ნოდია.