ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით ისაუბრა. საყვარელიძის აზრით, ბურჭულაძის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე ხმებს წაართმევს, რადგან ორივე პარტია ერთმანეთის მსგავსი პოზიციის მატარებელია.
„საზოგადოების ნაწილმა აღიქვა ბურჭულაძე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციის მატარებელი პარტია. „ნაციონალური მოძრაობის" ხმების დიდ ნაწილს პაატა ბურჭულაძე წაიღებს. „ნაციონალურ მოძრაობას" შეცდომები მოსდის, როდესაც პაატა ბურჭულაძეს ალიანსს სთავაზობს. ამით თავის მომხრეებს ეუბნებიან, ბურჭულაძის პარტია ჩვენნაირიაო და უბიძგეს, არჩევნებზე ხმა მისცენ ბურჭულაძეს. მეეჭვება, ბურჭულაძემ აიღოს „ქართული ოცნების" ხმები. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვა „ქართული ოცნების" სასიკეთოდ გაკეთდა" , - განაცხადა საყვარელიძემ.