logo_geo
eng_logo
უცხოური მედია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე წერს
- +

17 დეკემბერი. 2018. 10:19

 

 

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე“, – ამ სათაურით ეხმაურება სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ თელავში გამართულ ღონისძიებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

 

სტატიაში ასევე ვკითხულობთ – „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ის იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“.

 

„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც პრეზიდენტის როლს ცერემონიალურ ფუნქციას ანიჭებს“, – ვკითხულობთ „დოიჩე ველეს“ სტატიაში.

 

„ზურაბიშვილმა მის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ გამოიყენებს მის გამოცდილებას ფრანგული დიპლომატიურ სამსახურიდან და საქართველოს საგარეო მინისტრობიდან, რათა ხელი შეუწყოს მისი ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირსა და Nთ-ში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

 

„დოიჩე ველეს“ სალომე ზურაბიშვილის ციტატაც მოჰყავს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩემი პრეზიდენტობის მიზანია, შეუქცევადი გავხადო საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მისი გზა ევროპისკენ“.

 

„ზურაბიშვილმა თანამდებობა დაიკავა, ოპოზიციამ კარვები გაშალა“, – ამ სათაურით ეხმაურება პრეზიდენტის ინაუგურაციას BBC.

 

BBC წერს, რომ ინაუგურაციის ცერემონია მრავალმხრივ უპრეცედენტო იყო. მათ შორის იმითაც, რომ ცერემონიის ოფიციალური ნაწილი პირველად გაიმართა დედაქალაქს გარეთ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლოკაცია შემთხვევით არ იყო შერჩეული და პრეზიდენტის მხრიდან მიზნად ისახავდა იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ მიუხედავად იმისა, როგორი არჩევანი გააკეთეს მოქალაქეებმა, ის ყველას პრეზიდენტია.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს თელავში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა, რადგან ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. შედეგად აქციამ თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner